2021 წელს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა, აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯამურად 1 420.0 მლნ ლარი დაიხარჯება, მათ შორის 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარი.
აღნიშნული ხარჯები სამ კომპონენტს: ჯანდაცვის ხარჯებს, მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი, მათ შორის 400,0 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯებში, ხოლო 50,0 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებში.