LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს ბლოკები დარჩება – ირაკლი კობახიძე

140

მართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ორ დათმობაზე მიდის.  უმრავლესობა შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებაშია ნათქვამი.

“1. ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;

2. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

„შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე,“  – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

magti 5g