LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ – რომან გოცირიძე

90

„ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია პრეზიდენტის ვეტოს და მის შენიშვნებს დაელოდება.

ეს იქნება მმართველი უმრავლესობისათვის ბოლო სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური შანსი, ხელი აიღოს კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებაზე, შეისმინოს საზოგადოების ხმა. სახელისუფლო უმრავლესობამ აირჩია დროის გაწელვისა და ხალხის მოტყუების ტაქტიკა. შექმნა პარტიებთან, საზოგადოებასთან დიალოგის ილუზია. თითქოს მართლა სურდა რაიმე კორექტივის შეტანა. რაც უნდოდათ, კარგად გამოჩნდა. ხვალ მესამე მოსმენით წერტილმძიმის საკითხები იხილება და იმასაც კი არ შეცვლიან. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ თავიდანვე. გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა და არ ეთმობათ. ყველაფერს ისე აწყობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს ეს არაფორმალური და არაეფექტიანი მმართველობასაქმეს მაინც აკეთებდნენ. ერთი მოკლე ველობილიკი გააკეთეს პეკინზე და ისიც კი ვერ გათვალეს, რომ მაღაზიებს და იქ მცხოვრებლებს ნაგავი სადღაც უნდა გადაეყარათ, ქუჩის მეორე მხარეს უწევთ გადასვლა, – განაცხადა გოცირიძემ.

magti 5g