LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერი იქნება, მამუკა მდინარაძე კი ფრაქციის თავმჯდომარე: რა პროცესები იგეგმება პარლამენტში

84
ირაკლი კობახიძე00000

უმრავლესობისა და ფრაქციის საორგანიზაციო სხდომა რეგლამენტის შესაბამისად გაიმართა და ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპუტატების პოზიციებზე არჩევა იყო. საუბარია ფრაქციის თავმჯდომარესა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებზე. ამის შესახებ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ”ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

”გუშინ, გუნდის გადაწყვეტილებით გამოვაცხადეთ, რომ მე ვიქნები უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე – ფრაქციის თავმჯდომარე. მას რეგლამენტის შესაბამისად, ეყოლება პირველი მოადგილე და ასევე ხუთი მოადგილე. პირველი მოადგილე იქნება გივი მიქანაძე, სხვა ხუთი მოადგილის პოზიციას პარლამენტის სხვა წევრები დაიკავებენ”. – აღნიშნა, კობახიძემ.

“გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ”-ნახევრად ცარიელი დარბაზი და ელჩი დეგნანი საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალები თითქმის ცხრა წელია მუდმივად დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, რომ პარლამენტის შემადგენლობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებით შეივსება. ასევე, გაგრძელდება კონსულტაციები და მეათე მოწვევის პარლამენტი ჯანსაღ რეჟიმში იმუშავებს.

”ჩვენ ვიმუშავებთ დიპლომატების ჩართულობით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიკავონ ის სკამები, რომელიც დღეს იყო თავისუფალი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ეს ასე აღარ იქნება.  მათ უნდა ისარგებლონ იმ მანდატით, რომელიც ხალხისგან აქვთ მიღებული. ჩვენ გვექნება კონსულტაციები უცხოელ მეგობრებთან და ამ ყველაფრის შესაბამისად, ბუნებრივია მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები ყველა თემაზე.

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 11 დეკემბერს 88 წევრიანი შემადგენლობით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g