LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა…ჩვენი “ცეროდენას ეკრანი” – დონარა კინწურაშვილს ემოციურად ემშვიდობებიან

984
BeFunky-collage (1)

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი, დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი 1963 წლი­დან, 45 წელი მუ­შა­ობ­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ის იყო არა­ერ­თი გა­და­ცე­მის, მათ შო­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა “მო­ამ­ბის” წამ­ყვა­ნი.

პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი გახლდათ.მისი გამართული მეტყველება და თხრობის გამორჩეული მანერა ჯერ კიდევ ბავშვობაში შენიშნეს, სადაც საახალწლო გადაცემისთვის პიონერთა სასახლეში მოწყობილ საკმაოდ მრავალრიცხოვან “კასტინგზე” გამორჩიეს.

80-იანი წლე­ბის მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს გა­და­ცე­მა “ცე­რო­დე­ნას ეკ­რა­ნი”, რო­მე­ლიც დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვილს მიჰ­ყავ­და.

დონარა კინწურაშვილს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ემოციურად ემშვიდობებიან.

მაია ასათიანი: პირველი თაობა მიდის?დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

ანრი ჯოხაძე: კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა ? ჩემი ბავშვობის ერთერთი ნათელი მოგონება დონარა კინწურაშვილი❤?

კოკა ყანდიაშვილი: დონარა კინწურაშვილი ?? წავიდა ჩვენი “ცეროდენას ეკრანი”…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g