საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 790-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 942 პაციენტი გამოჯანმრთელდა.