LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე სენით დაავადებულ ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად თანხა სჭირდება

232
561f0658-3030-41b0-85c3-e07d7171a808-640

ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა რეანომობილისთვის საჭირო თანხის შეგროვებისთვის დახმარებას ითხოვს.

ამისთვის მას 66 000 ლარი სჭირდება.

“ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!

მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).

საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ ქეთისთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში.

მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09:15 საათიდან 10:00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები. ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი“, – ნათქვამია დავით ოქიტაშვილის განცხადებაში.

სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიში – GE06BG0000000498478658
მიმღები – ტურიზმის განვითარების ასოციაცია
დანიშნულება – ზურა დოიჯაშვილისთვის Keti Vadachkoria

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g