ალბათ, 1994 წელს მერაია ქერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე დეკადის შემდეგ მისი კომპოზიცია, All I Want For Christmas Is You ახალ მწვერვალებს დაიპყრობდა. გასულ წელს, 25 წლის შემდეგ კომპოზიციამ ამერიკული ჩარტები პირველად დაიპყრო და არაერთი რეკორდი მოხსნა. ქერი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერი, 4 ათწლეულის განმავლობაში პერმანენტულად ხდებოდა. სიმღერამ ჩარტების პირველი ადგილი 90-იან, 200-იან, 2010-იან და 2020-იან წლებში დაიკავა.
წელს სიმღერა კვლავ ჩარტების სათავეშია. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ სიმღერა პირველად გახდა დიდ ბრიტანეთში ნომერ პირველი სინგლი.