ამერიკული The Voice-ის მე-19 ფინალი შედგა, გამარჯვებული 15 წლის კარტერ რუბინი გახდა. მასთან ერთად საფინალო სიმღერა Make Me Feel Like Christmas, გვენ სტეფანიმ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია მუსიკოსის 2017 წლის საშობაო ჰიტია.
პერფორმანსი მართლაც საოცარი იყო. ვარსკვლავმა მწვანე, აბრეშუმის ტოპი და ამავე ფერის გრანდიოზული ქვედაბოლო მოირგო, რომელიც წითელი ბაფთებით იყო გაფორმებული. კაბა ნაძვის ხის დიზაინის მიხედვით იყო შექმნილი.
https://www.youtube.com/watch?v=nMOhSWybj3g&feature=emb_title