მსახიობი ია ფარულავა წერს, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები დადიან და მსგავსი ფაქტის შესახებ მას პირადად მისწერეს.
ია ფარულავა შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირებას ითხოვს.
“კოვიდიანები თავისუფლად დადიან სტომატოლოგთანო, მომწერეს. თუ კოვიდი აქვს, მაშინ “პისიარ” ტესტის აღებისას უკვე ბაზაშია პირადობის ნომრით.
ხომ შეიძლება, რომ გადამოწმდეს. ბაზაზე წვდომა უნდა ჰქონდეს სხვადახვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს. რთული ლოჯისტიკაა ?” – წერს ია ფარულავა.