რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება და მსოფლიო ეკონომიკას ვნებს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„რიგი შეზღუდვები – ცალმხრივი ფინანსური და ე.წ. სექტორალური სანქციები ენერგეტიკაში – ჩვენი ზოგიერთი პარტნიორების მიერ პირდაპირ გამოიყენება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, სანქციები „საკუთარი ინტერესებისა და ენერგორესურსების გატარებისთვის გამოიყენება, მიუხედავად მათი არაკონკურენტუნარიანობისა“.