ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. მიზეზი თხევადი გაზის ბალონის აალება გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები საუზმობდნენ. სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებას შპს “აჭარ უინსეტი” ამარაგებს გაზით.
ერთი საათის წინ დაიტუმბა გაზი ბალონებში, უცებ აალდა ბალონი, უცებ გავაკეთეთ ევაკუაცია, ბავშვები გარეთ გავიყვანეთ. არავინ დაშავებულა. ეს ყველაფერი ეზოში მოხდა”,-განაცხადა სკოლის დირექტორმა.
შპს “აჭარ უინსეტიში” აცხადებენ, რომ ბალონი ტექნიკურად გამართული იყო და აალება დაზიანებულმა მილმა გამოიწვია.
ამ დროისთვის ბაღში სასწავლო პროცესი აღდგენილია.