ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლიდან სავარაუდოდ ცოლად მოყვანის მიზნით 16 წლის გოგონა გაიტაცეს.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილიდან რამდენიმე ბიჭი გადმოვიდა და გოგო მანქანაში ჩასვეს ძალის გამოყენებით. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო გამტაცებელი და დაკითხული არიან მისი ოჯახის წევრები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო.