LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რემდესივირის” გამოყენება დაიწყო, მის დასანიშნად 2 სპეციალისტის და პაციენტის თანხმობაა საჭირო: გაბუნია

91
BeFunky-collage (4)

ქვეყანაში “რემდესივირის” გამოყენება დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, რაც ითვალისწინებს პრემარატის დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, კომისიაში შედის 8 ექსპერტი და იმისათვის, რომ „რემდესივირი“ დაენიშნოს რომელიმე პაციენტს, მისივე ინფორმირებული თანხმობით, ასევე აუცილებელია 2 ექსპერტის გადაწყვეტილება.

პრეპარატით მკურნალობის პროცესში უკვე რამდენიმე პაციენტია ჩართული:

“რემდისივირის“ გაცემას კოორდინაციას ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი უწყებს. უკვე რამდენიმე პაციენტი ჩაერთო და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რამდენად დეტალურად იქნება დაცული „რემდისივირის“ გამოყენების პირობები, რომელიც ასახულია ჩვენს გაიდლაინში და რომელსაც ვუყენებთ თითეულ კლინიკას.

ეს არის ინფორმირებული თანხმობა, კლინიკური გადაწყვეტილება და ასევე, ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი იმისათვის, რომ მიმდინარე პაციენტზე აქტიურად განხორციელდეს მონიტორინგი, რათა გვერდითი შესაძლო მოვლენა დროულად იქნას გამოვლენილი. გაწერილია დანიშვნის კრიტერიუმებიც.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

“არ მგონია, “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, რისი თქმა უნდოდა” – ცერცვაძე “რემდისივირთან” დაკავშირებით მაია ბუწაშვილს პასუხობს

მაია ბუწაშვილი: „თუ არ ვიცით, რომ „რემდესივირი“ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა?!.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g