LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მგონია, “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, რისი თქმა უნდოდა” – ცერცვაძე “რემდისივირთან” დაკავშირებით მაია ბუწაშვილს პასუხობს

344
BeFunky-collage (5)

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პრე­პა­რატ “რემ­დი­სი­ვირ­თან” და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს. ამასთან,  ცერ­ცვა­ძე ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა ექიმ ვახ­ტანგ კა­ლო­ა­ი­ა­ნის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც მაია ბუ­წაშ­ვი­ლის პოსტზე და­წე­რა.

მაია ბუწაშვილი: „თუ არ ვიცით, რომ „რემდესივირი“ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა?!.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ქალ­ბა­ტონ­მა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა ა.წ. 18 დე­კემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი რემ­დე­სი­ვირ­ზე. არ მგო­ნია, რომ “მისი მრევ­ლის” გარ­და ვინ­მემ გა­ი­გო, თუ რისი თქმა უნ­დო­და ამ პოს­ტით ქ-ნ მა­ი­ას. რემ­დე­სი­ვი­რი ჩვენს ძველ გა­იდ­ლა­ინ­შიც იყო შე­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის გა­ვა­კე­თეთ ახა­ლი პრო­ტო­კო­ლი, რო­მელ­შიც ზედ­მი­წევ­ნით დე­ტა­ლუ­რად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

ეს პრო­ტო­კო­ლი მე წარ­ვად­გი­ნე კლი­ნი­კე­ბის წი­ნა­შე, რო­გორც ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ისე პი­რად შეხ­ვედ­რებ­ში და ვფიქ­რობ ჩვენს მი­მართ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ოპო­ნენ­ტებ­საც კი შე­კი­თხვე­ბი არ დარ­ჩე­ნი­ათ. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ რომ პი­რი­ქით მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით და ამ მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნა­ზე უარი გვეთ­ქვა – ყვე­ლა­ზე ხში­რი ბრალ­დე­ბე­ბი იქ­ნე­ბო­და ის, რომ COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ­კურ­ნა­ლონ რემ­დე­სი­ვი­რით და ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს კი ჩვენ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­ვარ­თვით და სა­სიკ­ვდი­ლოდ გავ­წი­რეთ.რაც შე­ე­ხე­ბა ქ-ნ მა­ი­ას უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ჩვე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და ნა­ბი­ჯით, ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე­ბით.

ჩვენ პან­დე­მი­ის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ვცდი­ლობ­დით და ვცდი­ლობთ მოგ­ვეხ­დი­ნა ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოპ­ტი­მი­ზა­ცია, რო­გორც სტან­დარ­ტუ­ლი თე­რა­პი­ის სრულ­ყო­ფის, ისე ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ავად­მყო­ფი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა და ჩვენ ამ სტრა­ტე­გი­ას ვერ შევ­ცვლით მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს რა­მო­დე­ნი­მე ადა­მი­ანს არ მოს­წონს და აღი­ზი­ა­ნებს.

მე მაქვს მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი კი­თხვა ბ-ნ ვახ­ტანგ კა­ლო­ა­ი­ან­თან, რო­მელ­მაც ქ-ნ მა­ი­ას პოსტზე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, სი­ტყვა-სი­ტყვით „თქვენც არ გინ­დათ სხვი­სი (შარ­ლა­ტა­ნე­ბის) აშე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ (რა­საც ქ-ნი მაია ეთან­ხმე­ბა). ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ! უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, გვი­პა­სუ­ხოთ – ვის გუ­ლის­ხმობ­დით „შარ­ლა­ტა­ნებ­ში“, ჩვენ, თუ ვინ­მე სხვას? დი­დად მად­ლო­ბე­ლი დაგ­რჩე­ბით, თუ პირ­და­პირ გვი­პა­სუ­ხებთ. სხვებს გთხოვთ, ნუ გა­მო­მეხ­მა­უ­რე­ბით” – წერს ცერ­ცვა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g