LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონდიციონერი არ იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს, მათ იწვევს ვირუსები და ბაქტერიები“ – მაია ბუწაშვილის სასარგებლო რჩევა

183
2026-06-23_01-49-41_410258

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში კონდიციონერის შესახებ სასარგებლო და საინტერესო რჩევას გვიზიარებს.

„დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა თუ ოფისებში კონდიციონერის პულტით შერკინების სეზონი. ზოგს სცხელა და უნდა რომ ჩართული იყოს, ზოგსაც ეშინია, რომ კონდიციონერთან „გაცივდება“.

ამ სეზონზე სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ კონდიციონერთან გაცივდნენ.
კონდიციონერი არ იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს, მათ იწვევს ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც გადამდებია და ასეთი სიმპტომების შემთხვევაში სხვებს უნდა მოვერიდოთ.

კონდიციონერს ძირითადად იმიტომ ბრალდება, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს მასთან შეხება და ამიტომ ადვილად უკავშირებენ თავიანთ სიმპტომებს. აი დაახლოებით ისე, ადრე საზამთროთი მოწამვლაზე რომ ვწერდი – ზაფხულში ღებინებას და დიარეას ხშირად უკავშირებენ საზამთროს, არადა ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია აქვთ. ამ სრულიად უწყინარ საკვებს კი იმიტომ ბრალდება, რომ თითქმის ყველა ჭამს საზამთროს და მასზე სიმპტომების „გადაბრალება“ ადვილია.

გარდა ამისა, ზაფხულში ადამიანები ნაკლებად მოელიან სასუნთქი გზების ინფექციებს, რომლებიც, ცხადია, ზამთარში უფრო ხშირია, მაგრამ ზაფხულშიც შეიძლება გავრცელდეს.
თუმცა, კონდიციონერის პირდაპირმა, ხანგრძლივმა დაბერვამ შეიძლება ლორწოვანი გარსების გამოშრობა და შესაბამისად, ცოტა ხნით თვალების და ყელის წვა გამოიწვიოს, ზოგჯერ თავის და კისრის ტკივილიც.

გარდა ამისა, თუ კონდიციონერის ფილტრები პერიოდულად არ გაიწმინდა, სხვადასხვა მიკროორგანიზმები შეიძლება დაგროვდეს.
ასევე, რადგან კონდიციონერი ძირითადად შიდა ჰაერის გაცივებას და რეცირკულაციას ახდენს, კონდიცირებული შენობა სასურველია პერიოდულად განიავდეს, რადგან ხანგრძლივად დახშულ შენობაში ნახშირორჟანგის მზარდმა კონცენტრაციამ შეიძლება ძილიანობა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს“, – წერს მაია ბუწაშვილი.

„განსაკუთრებული აღშფოთება ძმრიანი წინდების და ზელიონკის „შეურაცხყოფამ“ გამოიწვია… წინაპრები ცხენის შარდსაც წარმატებით იყენებდნენ თმის დასაბანად და შეგიძლიათ გამოიყენოთ… მითებს შორის ბევრი დამაზიანებელია“ – მაია ბუწაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

„საყურადღებოა, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს“ – მაია ბუწაშვილი

„ამ დღეებში ჩემს ირგვლივ კომიკური ტალღა აგორდა ციცინო შურღაიას გამონათქვამების გამო, ცხოვრებაში პირველად ყვითელ სკანდალში გავეხვიე…“ – რას წერს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები