LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება კორონავირუსის ახალი შტამის

89
BeFunky-collage (2)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „კოვიდ-19“-ის ახალ შტამთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ დიდი განსხვავება „კოვიდ-19“-ის ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის.

პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამის მოსახლეობას გადაჭარბებულად არ უნდა ეშინოდეს.

მისივე განმარტებით, ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება არ ექნება, ვიდრე საქართველოში სამი-ოთხი კვირის წინ ფიქსირდებოდა, როცა ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

თავისუფალი საწოლების რაოდენობა მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს: თამარ გაბუნია

„იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა, დაახლოებით, 3 კვირის წინ ძნელად წარმომიდგენია, ახალ შტამსაც რომ ჰქონდეს. იმ ახალ შტამთანაც რჩება იგივე, პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს, იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შეჩერდეს. ასე რომ გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს.“ – განაცხადა იმნაძემ.

ნუ მივალთ ახალ წელს ბებიებთან, ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი – იმნაძის მორიგი რეკომენდაცია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g