ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს” ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია არც ერთ პარტიაში არ აპირებს გაწევრიანებას და საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის.
როგორც „ფორტუნას“ „ევროპულ საქართველოში“ განუცხადეს, პარტიაში ელენე ხოშტარიას ბრიფინგი დღეს 15:30 საათზეა ჩანიშნული, სადაც მომხდართან დაკავშირებით ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი.
შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა. მათ შორისაა ელენე ხოშტარიაც. თუმცა „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
არჩევნების შემდეგ დაიშალა „გირჩიც“. პარლამენტში 4 მანდატის მოპოვების მიუხედავად თანაპარტიელების გზები გაიყო.