LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია: რატომ ვერ მოიგო წლის ფეხბურთელობა

119
AR-2

გულშემატკივრებმა “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო “წლის საუკეთესო ფეხურთელად” დაასახელეს Globe Soccer Awards-ის გამოკითხვაში.

ფანების უმრავლესობამ ხმა სწორედ პორტუგალიელს მისცა, მაგრამ გამარჯვებული მაინც “ბაიერნის” პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

ამის მიზეზი ისაა, რომ ჟიურიმ, რომელიც მწვრთნელებისა და მენეჯერებისგან შედგება, საუკეთესოდ პოლონელი დაასახელა, მათი ხმები კი საერთო რიცხვის 60%-ად ფასდება.

საბოლოოდ რონალდო XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ლევანდოვსკი კი 2020 წლის მოთამაშე.

 

პრიზისგან გამოწვეული ემოციები გამოხატა თავად რონალდომ:

“უსაზღვროდ მოხარული ვარ ამ ჯილდოთი. ახლოს ვარ პროფესიული კარიერის მე-20 წელთან და საუკუნის ფეხბურთელის პრიზი ის აღიარებაა, რომელსაც უდიდესი სიხარულით და სიამაყით ვიღებ”, – დაწერა კრიშტიანომ ტვიტერზე.

საუკუნის ფეხბურთელობაზე (2001-2020 წწ პერიოდი) რონალდოს კონკურენტები იყვნენ მესი, სალაჰი და რონალდინიო.

 

კარიერის განმავლობაში რონალდოს უთამაშია “სპორტინგში”, “მანჩესტერში”, “რეალში” და ახლა “იუვენტუსში” გამოდის.

ის ევროპის ჩემპიონია პორტუგალიიის ნაკრების რიგებში, 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 2-2-ჯერ ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი.
რონალდოს 5-ჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები