LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანი მშვიდობაა და არა ომი – რუმინეთის პრეზიდენტი

122

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩვენი მიზანი მშვიდობაა და არა ომი. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსეთთან მიმართებაში კომპლექსური, შეთანხმებული და გრძელვადიანი პერსპექტივაა საჭირო. ის უნდა მოიცავდეს დიალოგს, რომელიც თავდაცვისა და შეკავების ძლიერ პოზიციებს დაეფუძნება,– განაცხადა  კლაუს იოჰანისმა.

კლაუს იოჰანისის თქმით, ალიანსმა ყველა იმ სახელმწიფოსთან უნდა გაამყაროს პარტნიორობა, რომელიც ნატო-ს როგორც პარტნიორს განიხილავს.

საჭიროა აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ყოფნის გაძლიერება, განსაკუთრებით სამხრეთით, შავი ზღვის რეგიონში, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g