LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: საქართველოში ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ

204
123255557-3566768846694736-3834413291738368192-n

საქართველოში, 21-ე საუკუნეში არსებული გამოწვევების ფონზე ჩინოვნიკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ კადრების შემცირების შემთხვევაში, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ იმ ნაწილში უნდა ჩაბრუნდეს.

„ჩვენ გვყავს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია, დაბალანაზღაურებადი. ხშირად ოპონენტები გვეუბნებიან, რომ – თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ. არა, ძალიან დაბალი ხელფასებია, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ, საინტერესო, მაღალკვალიფიციურ ადამიანებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g