LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო სექტორში 301 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული – რას გამოიწვევს მათთვის ხელფასების ზრდა

100
ipiccy_image

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2026 წლამდე საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელია 2.55 მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით 900 მილიონი ლარით (55%-ით) აღემატება 2021 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს. საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის შედეგად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 2%-ით გაიზრდება.

IDFI -ის ცნობითვე, 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 301.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„დაქირავებით დასაქმებულებში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილმა 2021 წელს 36%-ს მიაღწია, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2018-2021 წლებში, უცვლელი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა. მაგალითად, 2021 წელს წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.

საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება – პრემიერი

2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 359.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც  წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატება. მსგავსი ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.

2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს.

2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მილიონი ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო კომპანიების ბიუროკრატიული აპარატის შესახებ კრებსითი მონაცემები, ხელმისაწვდომია მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით. ამ პერიოდში მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 61,401 თანამშრომელი, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში 37,142 თანამშრომელი“, – წერია კვლევაში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები