LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს: IDFI

63
ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ეხმიანება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს“.

„IDFI-ის შეფასებით, ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ წინაპირობებს. შეწყალების ინსტიტუტის ერთ-ერთი კონსტიტუციური მიზანია სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.

ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არა ერთადერთი, თუმცა არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი პრეზიდენტისგან მოითხოვს „მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში… საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – წერია გავრეცლებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები