LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანი აცხადებს, რომ მან კორონავირუსი გადაიტანა

423
VB

ლევან რატიანი აცხადებს, რომ მან კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა “ღამის კურიერში” ისაუბრა.

„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-თესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g