“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მათ პუშკინის სკვერში გადაინაცვლეს, სადაც განცხადების გაკეთებას გეგმავენ. ამასთან, ისინი არ აკონკრეტებენ, კვლავ გააკრძელებენ თუ არა დღეს აქციას დედაქალაქის საკრებულოსთან.