ახალი კოვიდინფექცია ბოლო 24 საათში კიდევ 382-მა ადამიანმა დაამარცხა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 222 787-ია.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 377 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 012 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი კი 763-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.