საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, საპატიო ლეგიონის კავალერის წოდება მიენიჭა.
ივანიშვილს უმაღლესი ჯილდო კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი 2020 წლის 31 დეკემბერს მოაწერა. სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.
საპატიო ლეგიონის ორდენი – საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი სხვადასხვა პირს გამორჩეული სამხედრო და სამოქალაქო აქტივობისთვის ანიჭებს.
საპატიო ტიტიულის მფლობელი სულ 1 229 ადამიანია.