საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს ”ნეოსტარი“ შეემატა, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას გეგმავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 960 000 ლარს შეადგენს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდოს.
შპს „ნეოსტარი“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება, წლიურად 500 ათასი კვ/მ პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს. აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.