LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კომბოსტოს წვენი, დარიჩინი – პროდუქტები, რომლითაც მადას დაიქვეითებთ

271
lashauchava

ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ლაშა უჩავა სტუმრობდა ,,რუსთავი 2″-ის „შუადღეს“ და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა საკვები როგორ მოქმედებს ორგანიზმზე და რომელ პროდუქტებს აქვს მადის დაქვეითებისა და მეტაბოლიზმის აჩქარების ეფექტი.

ლაშა უჩავა:

საქართველოში დღესასწაულები ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ თვესასწაული გვაქვს… ორი კვირა სუფრის გაგრძელება არ არის მისაღები, რადგან ჩვენი კუჭის კუნთოვანი ქსოვილი იზრდება, იწელება და შემდეგომ ნორმალურ კვებაზე გადასვლა, ბევრად უფრო რთულია. როცა დიდი რაოდენობით საკვებს ვიღებთ, დიდი რაოდენობით გამომუშავებდა ინსულინიც. აბსოლუტურად ყველა პროდუქტში შედის ნახშირწყლები, ცხიმიც იშლება ნახშირწყლებად, ამიტომაც შესაძლოა, ცხიმიანმა საკვებმაც კი გამოიწვიოს შაქრის მატება ორგანიზმში, რის ფონზეც გამომუშავდება დიდი რაოდენობით ინსულინი, რაც ამაღლებს მადას.

კუჭის ზომის შესამცირებლად ისე, რომ არაფერი გვეტკინოს და სტრესი არ მივაყენოთ ორგანიზმს, აუცილებელია უჯრედისი იყოს დიდი რაოდენობით საკვებ რაციონში, ანუ უნდა მივიღოთ ბოსტნეული. უნდა ავირჩოთ ბოსტნეული, რომელიც არ არის გაჯერებული ნახშირწყლებით, მაგალითად, კომბოსტო, უმად. მადის დამაქვეითებელ ჩამონათვალში არის ცოცხალ პროდუქტებთან ერთად არის ბოსტნეულის გაწურული წვენი, თუნდაც კომბოსტოსი. კომბოსტოს წვენი მადას აქვეითებს და მოქმედებს დადებითად კუჭის ლორწოვანზე. კომბოსტოს წვენში შეგვიძლია ჩავასხათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც ასევე აქვეითებს მადას და წვენს შესძენს საგემოვნო თვისებებს.

მადას ასევე აქვეითებთ დარიჩინი, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ კეფირში, მაწონში თაფლთან ერთად. დარიჩინთან ერთად, შეიძლება მიიღოთ თხილეული, რომელიც სავსე ბე ვიტამინის ჯგუფით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერება,დ ღის განმავლობაში 100გრ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g