საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს უბრუნდება. მსახიობმა სარა ჯესია პარკერმა და HBO-მ ყველასთვის სასიხარულო სიახლე ოფიციალურად დაადასტურეს. გადაღებები ზაფხულში დაიწყება, სარა ჯესიკა პარკერი კი შესრულებული როლისთვის 1 მილიონ დოლარამდე ჰონორარას მიიღებს. მიუხედავად ამისა, ის თავის საქმიანობას თავს მაინც არ ანებებს.
55 წლის მსახიობმა გასულ წელს ტანისამოსისა და ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა და ნიუ-იორკში პატარა მაღაზიაც გახსნა. ვარსკვლავი თავის ბუტიკში დიდ დროს ატარებს და ცდილობს მყიდველს თავად მოემსახუროს.
თავმდაბალი ვარსკვლავი ამჯერად პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსით იყო წარმოდგენილი და მაღაზიაში შემოსულ მყიდველს გულდასმით ეხმარებოდა ფეხსაცმლის არჩევასა და მოზომებაში. იქ მყოფი ადამიანები გაკვირვებისგან ემოციებს ვერ მალავდნენ.