LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო დგებუაძე ნევროზის დაძლევაზე: „მოიწყვეთ პატარა ლაბორატორია საკუთარ თავთან…“

956
andro-dgebuadze-news19-2019-10-30-06-34-45-495574

ანდრო დგებუაძემ ისაუბრა „იმედის დღეში“ იმის შესახებ, თუ რითი შეიძლება დაიძლიოს პანდემიის შედეგად გამოწვეული ფსიქოემოციური მდგომარეობა.

ანდრო დგებუაძე:

„მე ვარ ფილოსოფიასა და თვითშემეცნებაზე შეყვარებული ადამიანი. ჩემს თავშიც ვიპოვე ხმები, მათ რომ გავყოლოდი, ეს ნევროზულ ამბავთან მიმიყვანდა. მომინდა ამის გაშიფვრა. სუბიექტურ რაღაცაზე ვლაპარაკობ. მე გამიგრძელდა თვითიზოლაცია. პანიკიორი ვარ და დიდხანს ვიყავი ჩაკეტილი. უკიდურეს ზღვართან არ მივედი, მაგრამ ალბათ, იცის შეყოლა.

რაც გავაცნობიერე, იყო მომენტი, რომ ადამიანებს გვჭირდება გარკვეული ფსიქოლოგიური საყრდენები. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური რუტინა, რომელშიც დაცულად ვგრძნობ თავს. უცებ წარმოიდგინეთ, რომ თავშესაფარს რაღაც დამუქრა. საყრდენის დარღვევა არის მნიშვნელოვანი მომენტი. საყრდენი გაცლის იმ წერტილს, სადაც შენ შენს აზროვნებას ენდობი. ეს კი უკვე ნევროზია.

ვახსენებ მასლოუს პირამიდას, რაც ნიშნავს იმას, შევძლებ თუ არა მე, რომ ჩემი აზროვნება და ჩემი საყრდენები იყოს დამოკიდებული არა გარესამყაროზე, არამედ საკუთარ თავზე. ჩემთვის ეს აღმოჩნდა რაღაცაზე გადართვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საყრდენი უნდა იყოთ თავად თქვენ. მაგალითად, როცა რაღაცას ხატავ, შენ თვითონ წყვეტ, რა ფერი უნდა აირჩიო. თუკი ადამიანი მოძებნის რაღაც ისეთს, სადაც გარეფაქტორზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ უკუგება მოუვა საკუთარი არსებიდან, საყრდენს უკვე იგრძნობს და იქ უკვე ნევროზი აღარ იქნება. ნებისმიერი კრეატიული საქმიანობა დაგეხმარებათ ამაში. მოიწყვე პატარა ლაბორატორია შენ თავთან. ,,შენ თითს მიაჭერ რეალობას და მიხვდები, რომ ისიც მოგაჭერს თითს“,-  სტივ ჯობსის ამ გამონათქვამს გავიხსენებდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g