LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: საპოლიციო ძალები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მობილიზებულები

40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების დღეს პოლიციელთა მობილიზების შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, არჩევნების დღეს, პოლიცია, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მთელ საქართველოში, პრევენციისთვის არიან განლაგებულები.

შსს მოუწოდებს ყველას, ამ თემის ინტერპრეტირებისგან თავი შეიკავონ.

“არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები