6 თვით, 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა ამოიწურა. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, ონლაინ-პლატფორმაზე, ჯამში, 160 ათასზე მეტი ფიზიკური პირი დარეგისტრირდა.
შემოსავლების სამსახური მონაცემებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განსახილველად მიაწვდის, რომელიც კომპენსაციის თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს. თანხის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.
რა შემთხვევაში მიიღებთ 6 თვით 200-ლარიან კომპენსაციას - განცხადებების მიღება დაიწყო
დამქირავებლებმა განაცხადები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 20 იანვრამდე უნდა ატვირთონ
აღსანიშნავია, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება.