LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ, ერთი დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ: სალომე სამადაშვილი

105
სამადააააა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21 იანვარს, მიღებულ გადაწყვეტილებას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველასთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

”ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აგრესიაზე. 13 წლის თავზე, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ყველასთვის. მიუხედავად, პოლიტიკური გემოვნებისა, კარგი იქნება სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ, ერთი დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ”. – წერს, სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში აქვს. პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დღეს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g