საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დღესვე ზურაბიშვილი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ დიდიე რეინდერსსაც შეხვდება.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ რთულ ეპიდვითარებას.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.