LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგიონის ამბები: ქართული გოლები და ვაკოს ბოლო წუთის პლეი-ოფი

64

ჰოლანდიის ერედივიზიონის მეცხრე ტურში ”ჰეერენვენი” შინ 0:4 განადგურდა ”ვიტესთან,” რომლის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა. ”ვიტესმ” მეხუთე შეხვედრა მოიგო, 18 ქულით მესამე ადგილზეა.

 

უკრაინის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში კიევის ”დინამო” შინ დონეცკის ”შახტარს” დაუზავდა. უგოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სტუმართა ქართველ მცველ დავით ხოჭოლავას, რომელიც სათადარიგო იყო.

 

ამერიკულ MLS-ში „სან ხოსემ“ გადამწყვეტ მატჩში მინესოტა 3:2 დაამარცხა და საუკეთესო ექვსეულში შეაღწია. სან ხოსემ ექვსეულში მოხვედრა მხოლოდ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ურენას მიერ გატანილი გოლით მოახერხა.
შესვენებამდე ერთ ეპიზოდში სახიფათოდ დაარტყა ყაზაიშვილმა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მეტოქის კარს ბურთი ზემოდან გადაცდა
პლეი-ოფში ვაკო ყაზაიშვილის და მისი გუნდის მეტოქე კანადური ვანკუვერი იქნება.

 

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტური ცენტრალური შეხვედრით ვენაში დასრულდა, სადაც “ავსტრია“ და “რაპიდი” ერთმანეთს შეხვდნენ. მოგება “რაპიდმა” 54 წუთზე გატანილი გოლით შეძლო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ თამაში სასტარტო შემადგენლობით დაიწყო და 66-ე წუთზე ბერიშათი შეცვალეს.
“რაპიდი” 22 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

 

დანიის I დივიზიონის XIV ტურში “ესბიერგმა” საკუთარ მოედანზე “ფრემად ამაგერი” გაანადგურა – 5:2. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ლაშა პარუნაშვილმა – 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში სწორედ მან გახსნა 37-ე წუთზე.
პარუნაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ხოლო “ესბიერგის” კიდევ ერთი ჩვენებური ბუდუ ზივზივაძე მოედანზე არ გამოჩენილა.
პარუნაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

 

დანიური სუპერლიგის მე-13 ტურში “სილკებორგმა” “სოონდერისკეს” მინიმალური ანგარიშით სძლია.
მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს. ვაწაძე 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სხირტალძემ 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

 

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ტრნავის “სპარტაკი” საკუთარ მოედანზე “პოდბრეზოვას” დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლით გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ნახევარმცველმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთლიანი დრო შეუცვლელად ითამაშა გოლის გატანა”პოდბრზოვასთან” თამაშის მიწურულს 78-ე წუთზე შეძლო.
“სპარტაკი” 33 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება გიორგი ბერიძის “ტრენჩინმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და და შესაძლოა პლეი ოფშიც გადაინაცვლოს. გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო მესამე ადგილოსან სტრედასთან და რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფება.
ბერიძემ თამაში სასტარტო შემადგენლობით დაიწყო ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

 

 

მორიგი მარცხი იწვნია და ბოლო ადგილზეა “პოგონი”, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “ტერმალიცას” უმასპინძლა და 2:3 წააგო. დამარცხებულთა რიგებში დვალმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, მათე ცინცაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

 

გერმანიის II ბუნდესლიგის XI ტურში გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა აკაკი გოგია. ქართული ფესვების მქონე გერმანიის მოქალაქე შემტევმა “ფიურტთან” მატჩში ჯერ მეტოქეს გაატანინა, შემდეგ თავად იხეირა.
მე-3 წუთზე გოგიამ მარჯვენა ფლანგიდან კარის წინ მდგომი კრუცვეგი მოძებნა და თანაგუნდელს გატანა აღარ გასჭირვებია. 41-ე წუთზე კი, უკვე თავად გაიტანა – მოჭრილი დარტყმით მეკარისაგან შორეულ კუთხეში.
აკაკი შეუცვლელად გაისარჯა.

 

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში ავთო ებრალიძის “ვიზეუ” “ფამალიკაოს” ესტუმრა და მიმინალური ანგარიშით მოიგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

 

ესპანურ სეგუნდაში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მატჩი შედგა.
მე-11 ტურის ფარგლებში “სევილიას” მეორე გუნდმა “სარაგოსას” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
გიორგი აბურჯანიამ და გიორგი პაპუნაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა შორის დაიწყეს და მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g