ბათუმში ბალნეოლოგიურ–გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 40 მლნ დოლარია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„ამბასადორი ჯგუფის“ ინფორმაციითვე, პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტილება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა.
„მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლდება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში,“ – აღნიშანავენ „ამბასადორი ჯგუფში“.