LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფოთის #70-ე საოლქო-სააჩევნო კომისიაში შეჭრას ცდილობენ

77

ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფოთის #70-ე საოლქო-სააჩევნო კომისიაში შეჭრას ცდილობენ. ისინი კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ #31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე და გაუქმებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები #31-ე უბნის თავმჯდომარეს, საარჩევნო ყუთში მმართველი გუნდის სასარგებლოდ ათობით ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი უარყოფს.

„საოლქო საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ველოდებით შედეგს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g