LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

146
142124417-3733339736725944-530921069541234270-o

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. დღეს,  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები