LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭომ რუსეთს შეახსენა, რომ საქართველოს 10 ათასი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

87
ევროსაბჭო 22

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც წევრ ქვეყნებს, სტრასბურგის სასამართლოს სწრაფად და სრულყოფილად აღსრულებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს დაახლოებით ხუთი ათასი გადაწყვეტლების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას.

მათი მტკიცებით, სასამართლოს უამრავი გადაწყვეტილება 10 წელია არ სრულდება, განსაკუთრებით, ეს შეეხება საქმეებს რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, უნგრეთის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წინააღმდეგ.

დოკუმენტში საუბარია „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, რომელიც 2006 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უამრავი ქართველის დაპატიმრებას, დაკავებასა და გამოძევებას ეხება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი თვის ვადაში 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

„1 369-ე სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპენსაცია ჯერ კიდევ არ იყო გადახდილი და ხაზი გაუსვა კონვენციის 46.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების მიზნით კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას,“- აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დეტალური კონსულტაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან გადაუხდელობის გამო დარიცხულ ჯარიმასთან ერთად კომპენსაციის გადახდის პირობებთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g