LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პოლიციაა მობილიზებული

105

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მდგომარეობა დაძაბულია, საოლქოს თავმჯდომარემ, გიორგი ზირაქიშვილმა, საპატრულო პოლიციას მოუწოდა, „დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებს დარბაზი დაატოვებინონ და 20-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გიორგი ახვლედიანი სხდომაზე განმეორებით მას შემდეგ შემოვიდნენ, რაც კომისიამ საჩივრის განხილვის საკითხს კენჭი უყარა.

მთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების გადათვლას მხარი საოლქო კომისიის ხუთმა წევრმა დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგია, კომისიის ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შემოვიდნენ და აცხადებენ, რომ დარბაზს არ დატოვებენ. საოლქო საარჩევნო კომისიაში პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება.

magti 5g