სტოკჰოლმის ლურჯი დარბაზი, რომელშიც 1901 წლიდან, ყოველ 10 დეკემბერს, მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე იკრიბებიან, დროებით ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდება.
შვედეთის ფინანსთა კომისარმა ანა იერლმიურმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერშიც” დაწერა.
ის ამბობს, რომ სივრცე, რომელიც ყოველწლიურად შვედეთის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ღონისძიებას მასპინძლობს, თავისი ფართობით იდეალურია ვაქცინაციისთვის.
“რა თქმა უნდა, სტოკჰოლმი ეხმარება სამედიცინო პერსონალს, ეფექტიანად განხორციელდეს ვაქცინაციის პროგრამა. მასში ჩაერთვება სტოკჰოლმის ათამდე სპორტული დარბაზი და ახლა უკვე მერიის ცისფერი დარბაზიც. ვამაყობთ, რომ გამოწვევას ვუმკლავდებით.” – წერს იერლმიური.
საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი შვედეთში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, აცრილია 80 ათას მოქალაქეზე მეტი.
პანდემიის დაწყებიდან, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 556 289 და გარდაცვალების 11 247 შემთხვევა.