LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელია: „ჩემი დედამთილი სამზარეულოს საერთოდ არ მაკარებს, სულ იმას ცდილობს, პატივი როგორ მცეს და როგორ მასიამოვნოს…“

2553
gvantsadaraselia2021

გვანცა დარასელია ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დედამთილთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. გვანცამ ახლახან მეუღლესტან თანაცხოვრების 10 წლის იუბილე ჰქონდა.

„მართლა არ მესმის რძალ-დედამთილის დაძაბული ურთიერთობა… დედამთილთან პრობლემა ჩემთვის ძალიან უცხოა, მულს კი ჩემი დედმამიშვილისგან ვერ ვანსხვავებ. მამამთილთან ვმეგობრობ და ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა არსებობდეს ჩვენ შორის რამე წყენა…

ჩემი დედამთილი სამზარეულოს საერთოდ არ მაკარებს, სულ იმას ცდილობს, პატივი როგორ მცეს და როგორ მასიამოვნოს. მეორე მხრივ, ჩემს მომზადებულს ძალიან აქებს და აქეთ მეკითხება გარკვეული კერძების რეცეპტებს. ასე რომ, ჩვენ შორის კონკურენციის თემა საერთოდ არ არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g