Dodge მსოფლიოში ყველაზე მძლავრ კროსოვერზე Durango SRT Hellcat შეკვეთებს აღარ იღებს და მთელი წლის ტირაჟი უკვე გაყიდულია.
ექსტრემალური კროსოვერი Dodge Durango SRT Hellcat, როგორც მწარმოებელი იუწყება, წელს 2000 ეგზემპლარად გამოვა და თითოეული მოდელი პირველი დღეებში გაიყიდა. ასე რომ შეკვეთების მიღება დილერებმაც შეაჩერეს. კროსოვერის გამოშვება მიჩიგანის ქარხანაში იგეგმება და მიუხედავად არანორმალური მოთხოვნისა, Dodge ტირაჟის გაზრდას არც სამომავლოდ გეგმავს.
Durango SRT Hellcat–ის ღირებულება 80 995 დოლარიდან იწყება და დამატებითი ოფციების დამსახურებით ფასი შესაძლოა 99 715 დოლარამდეც გაიზარდოს. კროსოვერი 6,2 ლიტრის მოცულობის V8 Hemi ძრავიაა აღჭურვილი და 720 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0–დან პირველ „ასეულს“ Durango 3,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ–ია.