LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავური რომანები და განშორებები – ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და უიღბლო წყვილები

960
2

ვარსკვლავური წყვილები ყოველთვის გამორჩეულად ექცევიან ყურადღების ცენტრში და მათ ცხოვრებას თვალს უამრავი ადამიანი ადევნებს. ფანებს ყოველთვის ჰყავთ საყვარელი წყვილები, რომლებსაც გულშემატკივრობენ, თუმცა ყველაფერი ყოველთვის სამუდამო ერთგულების ფიცით და თეთრი კაბით არ სრულდება. დღეს სწორედ ჰოლივუდის გამორჩეულ, თუმცა უიღბლო წყვილებზე ვისაუბრებთ, რომელთა ურთიერთობამაც დროს ვერ გაუძლო, თუმცა ფანების მეხსიერებას დღემდე შემორჩა.

ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და უიღბლო წყვილები

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი (2002-2003)

მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერისა და ბენის ურთიერთობა არც ისე ხანგრძლივი იყო, “ბეფინერი” საპატიო ადგილს იკავებს იმ წყვილებს შორის, რომელთა დაშორებამაც ფანებს გული ძალიან დასწყვიტა.

წყვილი ერთმანეთს 2002 წელს, “გიგლის” გადაღებაზე შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯენიფერი კრის ჯადზე იყო დაქორწინებული, მათ რომანი გააბეს. მალევე ჯენიფერი ჯადს დაშორდა და ბენთან ერთად საზოგადოებას ამცნო, რომ ისინი დაინიშნენ. ხანმოკლე რომანის განმავლობაში წყვილმა ერთად კიდევ ერთ ფილმში, “გოგონა ჯერსიდან” ითამაშა, ბენი კი ჯენიფერის მუსიკალურ კლიპში – “Jenny from the block”  გამოჩნდა.

2003 წელს, დანიშნულ ქორწილამდე ერთი დღით ადრე აფლეკმა და ლოპესმა ქორწილი გადადეს, რამდენიმე თვეში კი დაშორების შესახებ გამოაცხადეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბენის ერთ-ერთმა მეგობარმა ტაბლოიდებს გაუმხილა, რომ “ბენიფერის” დაშორების მიზეზი ხასიათების შეუთავსებლობა იყო. აფლეკმა, რომელიც მოკრძალებული ადამიანია, ვერაფრით დაიყოლია ლოპესი საზოგადოებაში უფრო იშვიათად გამოჩენასა და პირადი ცხოვრების პაპარაცების თვალისაგან დამალვაზე.

დაშორების შემდეგ წყვილმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა.

ემა სტოუნი და ენდრიუ გარფილდი (2011 – 2015)

ემამ და ენდრიუმ ერთმანეთი “საოცარი სპაიდერმენის” გადაღებისას, 2010 წელს გაიცნეს და 2011 წლიდან ოფიციალურად გამოაცხადეს ურთიერთობის დაწყების შესახებ. სტოუნის და გარფილდის რომანი ყვითელი პრესისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა იმის ფონზე, რომ თავად ვარსკვლავები ყველანაირად გაურბოდნენ პაპარაცებს და ცდილობდნენ ნორმალური, ჩვეულებრივი პირადი ცხოვრება ჰქონოდათ ტელეკამერების გარეშე. წყვილი 2015 წლის ბოლოს დაშორდა. მიზეზად ორივე მათგანის გადატვირთული გრაფიკი დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რომანი დასრულდა, ემა და ენდრიუ კარგ მეგობრებად დარჩნენ.

კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი(2008 – 2012)

კრისტენი და რობერტი ერთმანეთს 2008 წელს, “ბინდის”გადაღებაზე შეხვდნენ და მალევე განუყრელები გახდნენ. მსახიობების თავბრუდამხვევი რომანი 4 წელი გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე პატინსონი მოულოდნელად ცალკე არ გადავიდა საცხოვრებლად. ფანები შოკში ჩააგდო ცნობამ, რომ ამისმიზეზი კრისტენის ღალატი იყო. პაპარაცებმა მსახიობი “ფიფქია და მონადირეს” რეჟისორ რუპერტ სანდერსთან ერთად გამოიჭირეს, რომლეიც მაშინ დაქორწინებული იყო. აღსანიშნავია,რომ ფილმში სანდერსის ცოლი, ლიბერთი როსიც მონაწილეობდა.

პატინსონისა და სტიუარტის ურთიერთობის დასრულების მიზეზად სწორედ კრისტენის სენდერსთან რომანი იქცა.

ლიამ ჰემსვორთი და მაილი საირუსი (2009-2019)

ლიამის და მაილის ურთიერთობაში იყო ყველაფერი, რაც მელოდრამების ფანებს ხიბლავთ : ვნებები, ცრემლები, ბრილიანტისთვლიანი ნიშნობის ბეჭედი, განშორება და შერიგება. ვარსკვლავებმა ერთმანეთი 2009 წელს, ფილმ “უკანასკნელი სიმღერის” გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. რამდენჯერმე დაშორების და შერიგების შემდეგ წყვილი 2012 წელს დაინიშნა, თუმცა 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ მათი ქორწილი ჩაიშალა.

2016 წელს ლიამი და მეილი კიდევ ერთხელ დაინიშნენ, თუმცა მათი ურთიერთობა ქორწინებით არც ამჯერად დასრულდა. წყვილი ერთმანეთს საბოლოოდ 2019 წელს დაშორდა.

საირუსი და ჰემსვორთი მეგობრულ ურთიერთობას ჯერაც ინარჩუნებენ, ასე რომ ვინ იცის…

ელიზაბეტ ჰარლი და ჰიუ გრანტი (1987-2000)

ჰიუ და ლიზი ერთმანეთს 1987 წელს, Rowing with the wind-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და 13 წლის განმავლობაში სანიმუშო წყვილად ითვლებოდნენ. 1995 წელს მომხდარი სკანდალური ინცინდენტის შემდეგაც კი, როდესაც პაპარაცებმა ჰიუ ღალატში ამხილეს, ჰარლი მასთან ურთიერთობას განაგრძობდა, თუმცა საბოლოოდ ჰარლის და გრანტის გზები 2000 წელს გაიყო.

ყველაფრის მიუხედავად, წყვილი დღემდე მეგობრობს. ლიზ ჰარლის თქმით, ჰიუ საუკეთესო მეგობარია, ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია.

რობერტ დაუნი უმცროსი და სარა ჯესიკა პარკერი (1984 – 1991 )

სარა და რობერტი ერთმანეთს 1984 წელს, ფილმ “პირველშობილის” გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც ორივე მათგანი 18 წლის იყო და ერთად 7 წელი გაატარეს. მათი ურთიერთობა დაუნი უმცროსის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დმაოკიდებულებამ დაანგრია. 2008 წლის ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ სარა თანაცხოვრებისას ყოველთვის გვერდით ედგა და მავნე ჩვევებთან ბზოლაშიც ეხმარებოდა, თუმცა საბოლოოდ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. სარა რობერტი 1991 წელს დაშორდნენ, თუმცა დღემდე მეგობრობენ.

 

ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ (1994-1997)

90-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი სწორედ ბრედი და გვინეტი იყვნენ. მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ პიტმა გვინეტს ხელიც კი სთხოვა, თუმცა საბოლოოდ საქმე ქორწინებამდე არ მისულა. განშორების მთავარ მიზეზად ხასიათების სეუთავსებლობა დასახელდა. მოგვიანებით პელტროუმ აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრედი ძალიან კარგი ადამიანია, მათ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ.

 

ჯონი დეპი და უაინონა რაიდერი (1989-1993)

“ჯინონა” 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი იყო. უაინონა და ჯონი ერთმანეთს ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე შეხვდნენ, გაცნობიდან 5 თვის შემდეგ კი დაინიშნენ. ჯონი დეპს დღემდე აქვს მკლავზე ტატუ “უაინონა სამუდამოდ”, რომლეიც მაშინ რაიდერის პატივსაცემად გაიკეთა. ყველასთვის მოულოდნელად, წყვილი 1993 წელს დაშორდა, რაც ორივე მატგანმა მძიმედ გადაიტანა, თუმცა უაინონა და ჯონი დღემდე მეგობრობენ. რაიდერი ჯონი დეპის დასაცავად სიტყვით გამოსვლასაც არ მოერიდა, როდესაც ვარსკვლავს სამართლებრივი დავა ჰქონდა ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰარდთან.

რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკ ადამსი (2005-2007)

რაიანმა და რეიჩელმა ერთმანეთი 2002 წელს,  “უბის წიგნაკის” გადაღებაზე გაიცნეს და მათი ურთიერთობა თავიდანვე რომანტიულად არ დაწყებულა. წყვილი ერთმანეთს ვერ იტანდა და გოსლინგმა რეჟისორს მაკ ადამსის სხვა მსახიობით ჩანაცვლებაც სთხოვა. თუმცა მალე რეიჩელმა და რაიანმა თავიანთი გმირების ბედი გაიზიარეს და მათი გამუდმებული კინლაობა თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდა. წყვილი 2007 წელს დაშორდა, თუმცა დღემდე მეგობრობენ. რაიანის თქმით, რეიჩელი მის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება.

ბრიტნი სპირსი და ჯასტინ თიმბერლეიკი (1999-2002)

ბრიტნი და ჯასტინი ამერიკის ფავორიტი წყვილი იყო, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით თინეიჯერებს შორის სარგებლობდა. გასაკვირიც არაფერი იყო – პოპ პრინცესა და პოპულარული ჯგუფის, “ენ სინქის” წევრი სცენაზე ბავშვობიდან იდგნენ და ისინი ყველას უყვარდა. თავბრუდამხვევი რომანი სრულიად მოულოდნელად 2002 წელს დასრულდა, ამის მიზეზი კი მალე ყველამ შეიტყო. დაშორებიდან ორი საათის შემდეგ ჯასტინმა ცნობილი ჰიტი, Cry me a river დაწერა, რომეკიც ბრიტნის მიუძღვნა. სიმღერა მოღალატე ქალის შესახებაა, რომელსაც საყვარელი მამაკაცი ტოვებს, ასე რომ ვარსკვლავური წყვილის დაშორების მიზეზი ყველამ შეიტყო- ბრიტნი ჯასტინს ღალატობდა. აღსანიშნავია, რომ ტიმბერლეიკმა სპირსს სიმღერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მისგან მომავალი ჰიტის გამოშვების ფორმალური ნებართვაც მიიღო, თუმცა მოგვიანებითპოპ-პრინცესამ აღიარა, რომ უმჯობესი იქნებოდა, სიმღერის შინაარსთან დაკავშირებით ჯასტინისთვის დეტალები გამოეკითხა…

mazda magti 5g