მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ „ფენდის“ ჩვენებაში წელს 90-იანი წლების სუპერმოდელებმა, ნაომი კემპბელმა და კრისტი ტარლინგტონმა მიიღეს მონაწილეობა.
პოდიუმზე მათი გამოსვლა ნამდვილი მოულოდნელობა იყო, თუმცა არანკლებ ხმაურიანი იყო მოდელების გამოჩენა ჩვენების შემდეგ. სუპერმოდელებმა ერთად დატოვეს ტერიტორია, სადაც „ფენდის“ ჩვენება იმართებოდა.
ფოტო/ვიდეო: ბელა ჰადიდი, კარა დელევინი, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და დემი მური – ვარსკვლევები „ფენდის“ ჩვენებაზე
50 წლის კემპბელი ტყავის ქურთუკში, ჭრელ ქვედაბოლოსა და კედებში იყო გამოწყობილი. რაც შეეხება 52 წლის კრიტი ტარლინგტონს, ის მანტოში, როლინგსა და სპორტულ ფეხსაცმელში ბრწყინავდა.