LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

149
ნატაია ივერი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და აღნიშნულით პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ბინას ჩავდებ და გამოვიყვან – ივერი მელაშვილის ცოლი დაკავებულებისთვის გირაოს შესაძლო შეფარდებაზე

საქმე ამით არ დამთავრებულა. ისინი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

როგორც ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, ისინი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ. დაცვის მხარემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები აცხადებდნენ, თუკი, სასამართლო მაინც გირაოს გამოიყენებდა, ეს გონივრული თანხა უნდა ყოფილიყო.

ჯერ დაგვიჭირეს, მერე ციხეში გვაყურყუტეს, სამსახურშიც არ მივიდეთ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს რა დამოკიდებულებაა? – ივერი მელაშვილი

დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე პირად თავდებში რამდენიმე პირი შესთავაზა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნინო გოგუაძე, ასევე ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, საბა ბუაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g