გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა საჯაროდ გაიკეთა.
გენერალური მდივანი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პუნქტში აცრეს. მან აცრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაიხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინის სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ.
"We must get to work to make sure the vaccine is available to everyone, everywhere. With this pandemic, none of us are safe until all of us are safe."
— @antonioguterres after getting his #COVID19 vaccine in NYC on Thursday. pic.twitter.com/LbuEmA2hfw
— United Nations (@UN) January 29, 2021
გასულ წელს, გუტერეშმა განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებას მორალურ ვალდებულებად მიიჩნევდა და საჯაროდ აიცრებოდა. შესაბამისად, სიტყვაც შეასრულა.
გაეროს გენერალური მდივანი 71 წლისაა, ამიტომ მოექცა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა ჯგუფში, რომლის წარმომადგენლებსაც ნიუ-იორკში პირველ ეტაპზე ცრიან.