LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუტერეში: ბირთვულ განადგურებამდე მსოფლიოს მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს

147
Untitled design (1)

გაეროს გენერალური მდივანი შესაძლო ბირთვული კატასტროფის გაზრდილ რისკზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიოს ბირთვულ განადგურებამდე მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს.

ბირთვულ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს, ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს: პუტინი

ამის შესახებ ანტონიო გუტერეშმა “ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის” ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი ქვეყნების კონფერენციის გახსნის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდეგ, მსოფლიო ყველაზე დიდი უხილავი საფრთხის წინაშე დგას და ერთმა შეცდომამ, შესაძლოა, დამანგრეველი ბირთვული ომის გამოიწვიოს.

“ჩვენ აქამდე არაჩვეულებრივად გაგვიმართლა.. მზარდი გლობალური დაძაბულობის ფონზე, კაცობრიობას მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვული განადგურებისგან”, – აღნიშნა მან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ “იღბალი”, რომელიც მსოფლიოს ამ დრომდე აღმოაჩნდა ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა არ გაგრძელდეს.

მანვე მოუწოდა მსოფლიოს, განაახლოს მცდელობა ყველა ასეთი იარაღის აღმოსაფხვრელად.

“იღბალი არ არის სტრატეგია, არც ფარი გეოპოლიტიკურ დაძაბულობაში, რომელიც გადაიზარდა ბირთვულ კონფლიქტში””, – აღნიშნა გუტერეშმა და თქვა, რომ საერთაშორისო დაძაბულობა ახალ სიმაღლეებს აღწევს, მაგალითებად კი უკრაინაში შეჭრა და კორეის ნახევარკუნძულსა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა დაასახელა.

“ეს მიზანმიმართული სიცრუეა” – რუსეთი ირწმუნება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს

“ბარიერებია, მაგრამ პუტინს შეუძლია ამის გაკეთება ” – ბირთვული ომის დაწყების ხუთი შესაძლო სცენარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები