LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გლოვოს” კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით აქციას მართავენ

163
კურიერი

კომპანია ”გლოვოს” კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ მთავარი ოფისიდან, კოსტავას ქუჩაზე გადაინაცვლეს.

თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნებია: შრომის უკეთეს პირობები. ასევე, რესტორნებთან ლოდინის დროის შემცირება, გავლილ კილომეტრებე დაწესებული ტარიფების გაზრდა და ბონუსების სისტემაში ცვლილებები.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი სამუშაო პირობები არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომელიც კომპანიამ მუშაობის დაწყებისას მისცა:

”გვინდა, ეს მესიჯი ნახონ მთავარი ოფისის წარმომადგენლებმა, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება მონური სისტემის მომხრე და ვერასოდეს ვერ აიტანს იმ სისტემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ ჩვენ ქვეყანასი გაუვათ. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ჩვენ მესიჯს ვაგზავნით ზუსტად იმ უცხოელ მფლობელებთან, რომლებიც მილიარდებს შოულობენ. ეს საქართველოა.. ცოტა მოიკლონ მილიონ მილიონები და ვინც, რეალურად საქმეს აკეთებს მათ გადასცენ”.

”კარგა ხანია გვეუბნებიან, გვპირდებიან ცვლილებებს. ბევრ შემთხვევაში უფასოდ გვატარებენ, როცა მომხმარებლის მიზეზით უქმდება შეკვეთა, ვალდებულებას გვაძლევენ, ღამის პირველ საათზე ვიმუშაოთ, რადგან მაღალი მოთხოვნის საათია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგი გვაკლდება და ვეღარც საათებს ვირჩევთ და ვეღარც ვმუშაობთ. ზოგს საშვი არ აქვს, ზოგი ელოდება საშვს ღამით ქალაქში გადაადგილებისთვის. კურიერებს ცუდად ესაუბრებიან, ამბობენ, თუ არ გინდა, წადითო”. – ამბობენ, აქციის  მონაწილეები

აქციაზე, კომპანიის წარმომადენელი გამოვიდა და კურიერებს, 10 თებერვალს შეხვედრა შესთავაზა:

”შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს. 10 თებერვალს ჩავნიშნეთ შეხვედრა, სადაც შევხვდებით გლოვოს კურიერებს და თარიღებში გავწერთ, რა და როდის უნდა გაკეთდეს”.

საპასუხოდ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შემდეგი შეხვედრის დასანიშნად არ შეკრებილან, მოქმედებას ელოდებიან და არ იშლებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g